გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა



გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

9 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. გიორგი მურადაშვილი ოჯახის მოთხოვნით, კლინიკა „გორმედიდან“ თბილისში, სამედიცინო ცენტრ „ჯერ არს“-ში გადაიყვანეს. დაშავებული აღნიშნულ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს, გორი-შავშვების საავტომობილო გზაზე ქორწილის კორტეჟში მყოფი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, 3 კი - მძიმედ დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი, მიხეილ ვანიშვილი 9 ოქტომბერს კლინიკაში დაიღუპა. კიდევ ერთი დაშავებული, გიორგი ცერაძე, ამ დრომდე „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. პაციენტს ოთხი ქირურგიული ოპერაცია ჩაუატარდა, ამჟამად დადებითი დინამიკა შეინიშნება და პაციენტი დღეს მოიხსნა აპარატიდან.

ასევე შეგიძლიათ იხილოთ