ბიბილოვს ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნა მოსთხოვეს
ახალგორის მოსახლეობამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლო ბიბილოვს ე.წ. გამშვები პუნქტების გახსნა მოსთხოვა. ანატოლი ბიბილოვმა აღნიშნულტან დაკავშირებით თქვა, რომ საზღვარი საქართველოს უკანონო ქმედებების გამო ჩაიკეტა და საქართველომ პროვოკაციული ქმედებები უნდა შეწყვიტოს.
სამწუხაროდ, ამ პრობლემის იოლი გადაწყვეტა არ არსებობს, რომელიც მხოლოდ ჩემზე, როგორც სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული. საზღვრის ჩაკეტვა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო პოსტის შექმნის შესახებ. ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების დარწმუნება შეცვალოს თავისი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მიმართ და შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები.
რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ნათესავებს, სიამოვნებით მივიღებთ მათ ჩვენს რესპუბლიკაში, შეუძლიათ აქ გადმოვიდნენ და იცხოვრონ ნათესავებთან. ჩვენი ცხოვრების დონე უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოშია და უმუშევრად არ დარჩებიან", - თქვა ე.წ. პრეზიდენტმა.