გარდაცვლილია 45 წლის კაცი - მასშტაბური ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში



გარდაცვლილია 45 წლის კაცი - მასშტაბური ხანძარი გორის მუნიციპალიტეტში

ტრაგედია გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ ტყვიავში მასშტაბური ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. დამწვარია სამი საცხოვრებელი სახლი და სრულად განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები. ,,ტვ მონიტორინგის“ გადამღები ჯგუფი შემთხვევის ადგილზე მუშაობდა. ჩვენი ინფორმაციით, ხანძარი სავარაუდოდ სიგარეტის ნამწვისგან გაჩნდა, რომელიც 45 წლის მამაკაცს ანთებული დარჩა.

,,ყველა გულმოკლულები ვართ. 45 წლის კაცი გარდაიცვალა. დაიწვა სამი სახლი.“ - გვითხრეს ადგილზე.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

 

ასევე შეგიძლიათ იხილოთ