ქარელთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული პოლიციელები
ქარელის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ავტომანქანაში მსხდომი საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი, 1972 წელს დაბადებული პოლიციის მაიორი ომარ ქარელი და 1992 წელს დაბადებული პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ვანო ბასანიძე. შეჯახების შედეგად მიღებული ტრამვების გამო ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპულები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავიდან და მეღვრეკისიდან იყვნენ.
შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ. ლ. დიდი სიჩქარით მოძრაობდა ქარელის მუნიციპალიტეტში და საავტომობილო გზის გვერდულზე მდგომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს დაეჯახა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.